Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

საზოგადოებასთან ურთიერთობის (მედია დაგეგმვა, პიარ საქმიანობა, სატელევიზიო გადაცემების ორგანიზება) ინდივიდუალური კონსულტანტი ან საკონსულტაციო ორგანიზაცია

საქართველო

პროექტი: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი ( სბმკ „ორქისი“)

საკონსულტაციო მომსახურება: საზოგადოებასთან ურთიერთობის (მედია დაგეგმვა, პიარ საქმიანობა, სატელევიზიო გადაცემების ორგანიზება) ინდივიდუალური კონსულტანტი ან საკონსულტაციო ორგანიზაცია

სამუშაოს ხანგრძლივობა: 21 თვე

დაფინანსების წყარო: დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

 

ინტერესთა გამოხატვა

 

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) ერთ-ერთი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტისა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.

 

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოცემული განცხადება ეხება შემდეგ საქმიანობას:

·          სბმკ „ორქისის“   ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი პოპულარობის გაზრდისა და საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით;

·          სბმკ „ორქისის“ მნიშვნელოვანი მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება ბეჭდვითი, სატელევიზიო და ინტერნეტ მედიის საშუალებით;

·          სხვადასხვა ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ბეჭდვით, სატელევიზიო და ინტერნეტ მედიასთან სბმკ „ორქისის“ ურთიერთობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის შემუშავება და მათი განხორციელება სბმკ „ორქისის“ მენეჯმენტის მიერ დამტკიცების შემდეგ;

·          პრესკონფერენციების და ინტერვიუების მომზადება და ორგანიზება, ასევე საინფორმაციო მასალების მომზადება დამტკიცებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად და სბმკ „ორქისის“ ხელმძღვანელობასა და პროექტების/ პროგრამების მენეჯმენტთან კოორდინირებულად;

·          სბმკ „ორქისის“ სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების მომზადება და გამოქვეყნება სბმკ „ორქისის“ მენეჯმენტთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ;

·          სბმკ „ორქისის“ საქმიანობისა და მის მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მომზადება და განთავსება ორგანიზაციის ვებგვერდზე, LinkedIn- ზე , Twitter -ზე და Facebook -ზე, სბმკ „ორქისის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ;

·          სბმკ „ორქისის“ მიერ მოწყობილი საჯარო ღონისძიებების, მ.შ. ცირკულარულ ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში მოწყობილი კონფერენციებისა და ღონისძიებების, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ჩატარებული ტრენინგებისა და ესეების კონკურსების, ნარჩენების მართვის მუნიციპალური და რეგიონული გეგმების მომზადების პროცესში ჩატარებული შეხვედრების, დასუფთავებისა და რემედიაციის აქციების, ასევე გამწვანების (ბიოაღდგენის) კამპანიების და სხვა საქმიანობის პიარ მხარდაჭერა და ხილვადობის უზრუნველყოფა სხვადასხვა მასმედიის მეშვეობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.

 

სბმკ „ორქისი“ იწვევს სათანადო კვალიფიკაციის მქონე ინდივიდუალური კონსულტანტებს (ფიზიკური პირებს) ან საკონსულტაციო ორგანიზაციებს (იურიდიულ პირებს) აღნიშნული მომსახურების მოწოდების თაობაზე ინტერესთა გამოხატვისათვის. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა თავიანთ რეზიუმეში უნდა წარმოადგინონ: ინფორმაცია, რომელიც წარმოაჩენს მათ უნარს შეასრულონ ზემოთ ჩამოთვლილი და თანდართულ ტექნიკურ დავალებაში აღწერილი საქმიანობა; მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მსგავს პირობებში მუშაობის გამოცდილება და ა.შ.. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი ტექნიკური დავალება.

 

წარმოდგენილი წინადადება უნდა მოიცავდეს დეტალურ ფინანსურ წინადადებას, სხვა სათანადო პირობებსა და ახსნა-განმარტებებს. ფასები მითითებული უნდა იყოს ევროებში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე, 2021 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე, ადგილობრივი დროით 9:00 სთ-იდან 18:00 საათამდე.


განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე გაგზავნილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2021 წლის
4 თებერვლისა.

 

 

ქ-ნი მანანა გიქოშვილი

ოფისის მენეჯერი

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“

ტელ.: (995 322385199); მობ: (+995 599) 77 52 37,

ელ-ფოსტა: gikoshvili73@yahoo.com ; orchisge@yahoo.com .

 

 

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის (მედია დაგეგმვა, პიარ საქმიანობა, სატელევიზიო გადაცემების ორგანიზება ) ინდივიდუალური კონსულტანტის ან საკონსულტაციო ორგანიზაციის

ტექნიკური დავალება

პროექტისათვის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“

 

 

კონტექსტი

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) ერთ-ერთი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტისა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელის მიზნებია: გარემოს დაცვის სფეროში მდგრადი განათლების პრიორიტეტად დასახვა, მოსახლეობის, ბიზნეს სექტორისა და საქართველოს მთავრობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროს გაუმჯობესების საკითხებზე და ამ პროცესში მათი მაღალი ჩართულობა, სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

 

სამუშაოს აღწერა

საზოგადოებასთან ურთიერთობის (მედია დაგეგმვა, პიარ საქმიანობა, სატელევიზიო გადაცემების ორგანიზება) ინდივიდუალურმა კონსულტანტმა ან საკონსულტაციო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს სბმკ „ორქისის“ საკომუნიკაციო პროცესების წარმართვა მიზნობრივ აუდიტორიასთან, შეიმუშაოს და განახორციელოს საკომუნიკაციო სტრატეგია, უზრუნველყოს ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის ხილვადობა და სათანადოდ წარმოჩენა პროფესიულ წრეებში და ფართო საზოგადოებაში.

 

ფუნქციები:

·          სბმკ „ორქისის“   ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი პოპულარობის გაზრდისა და საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით;

·          სბმკ „ორქისის“ მნიშვნელოვანი მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება ბეჭდვითი, სატელევიზიო და ინტერნეტ მედიის საშუალებით;

·          სხვადასხვა ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, ბეჭდვით, სატელევიზიო და ინტერნეტ   მედიასთან სბმკ „ორქისის“ ურთიერთობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის შემუშავება და მათი განხორციელება სბმკ „ორქისის“ მენეჯმენტის მიერ დამტკიცების შემდეგ;

·          პრესკონფერენციების და ინტერვიუების მომზადება და ორგანიზება, ასევე საინფორმაციო მასალების მომზადება დამტკიცებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად და სბმკ „ორქისის“ ხელმძღვანელობასა და პროექტების/ პროგრამების მენეჯმენტთან კოორდინირებულად;

·          სბმკ „ორქისის“ სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების მომზადება და გამოქვეყნება სბმკ „ორქისის“ მენეჯმენტთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ;

·          სბმკ „ორქისის“ საქმიანობისა და მის მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მომზადება და განთავსება ორგანიზაციის ვებგვერდზე, LinkedIn- ზე , Twitter -ზე და Facebook -ზე, სბმკ „ორქისის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ;

·          სბმკ „ორქისის“ მიერ მოწყობილი საჯარო ღონისძიებების, მ.შ. ცირკულარულ ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში მოწყობილი კონფერენციებისა და ღონისძიებების, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ჩატარებული ტრენინგებისა და ესეების კონკურსების, ნარჩენების მართვის მუნიციპალური და რეგიონული გეგმების მომზადების პროცესში ჩატარებული შეხვედრების, დასუფთავებისა და რემედიაციის აქციების, ასევე გამწვანების (ბიოაღდგენის) კამპანიების და სხვა საქმიანობის პიარ მხარდაჭერა და ხილვადობის უზრუნველყოფა სხვადასხვა მასმედიის მეშვეობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.

 

მოვალეობები:

·          საზოგადოებასთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის პროცესების წარმართვა სბმკ „ორქისის“ და მისი საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენის მიზნით;

·          სბმკ „ორქისის“ საზოგადოებასთან და მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის შემუშავება და შეთანხმება ორგანიზაციისა და პროექტის ხელმძღვანელობასთან;

·          პიარ მიმართულებით შესასრულებელი აქტივობების მონახაზის დროულად მომზადება და შეთანხმება ხელმძღვანელობასთან;

·          მედია საშუალებების განსაზღვრა და მედია ღონისძიებების დაგეგმვა დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად;

·          მედიის შეკითხვებზე პასუხის გაცემა სბმკ „ორქისის“ და მისი პროექტების ხელმძღვანელობასთან წინასწარ შეთანხმებული სტრატეგიის გათვალისწინებით;

·          სბმკ „ორქისისა“ და მისი საქმიანობის თაობაზე საინფორმაციო მასალების მომზადება;

·          მომზადებული და შეთანხმებული საინფორმაციო მასალის გავრცელება ინტერნეტ სივრცეში ( LinkedIn, Twitter , Facebook და სხვა ), ბეჭდვითი მედიისა და ტელევიზიის საშუალებით;

·          საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის საჭირო ვიზუალური და ტექსტური მასალების შექმნა;

·          ღონისძიებისთვის საჭირო საინფორმაციო/ტექნიკური რესურსების მომზადების უზრუნველყოფა;

·          მედია საშუალებების კონტაქტების ელექტრონული ბაზის შექმნა, რეგულარულად განახლება და ინფორმაციის სათანადოდ დახარისხება;

·          ინტერნეტ კომუნიკაციის წარმოება, მ.შ. სბმკ „ორქისის“ LinkedIn და Twitter -ის კონტექსტის შექმნა და მართვა;

·          სბმკ „ორქისის“ ვებგვერდის შინაარსობრივი მხარის რეგულარულად განახლება და მართვა, ასევე სბმკ „ორქისის“ ვებგვერდის პირველადი განახლების დროს  ტექნიკურ ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა;

·          შესრულებული სამუშაოს თაობაზე ყოველთვიური ანგარიშგება, წერილობითი ფორმით.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

·          შემოქმედებითობა;

·          ორგანიზებულობა;

·          პასუხისმგებლიანობა;

·          პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

·          დროის რაციონალური დაგეგმვისა და განაწილების უნარი;

·          კომუნიკაბელურობა.

 

მოთხოვნები:

·          უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის და/ან მარკეტინგის განხრით;

·          მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

·          ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;

·          საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.