საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის -
„ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის,
ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის მერიაში, სადაც
გამოიკვეთა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1)
გარემოს დაბინძურება არამარტო ადგილობრივი
მაცხოვრებლების, არამედ დამსვენებლების მიერ (ტურისტები). სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების
სპონტანური ნაგავსაყრელები;
2)
არსებული
ნაგავსაყრელის სავალალო მდგომარეობა;
3)
ზედამხედველობის
სამსახურის მიერ გარემოს ნარჩენებით დაბინძურებისათვის კანონით განსაზღვრული
სანქციების აღსრულების პრობლემა -მოსახლეობაში ინფორმაციისა და ცნობიერების
არსაკმარისი დონე;
4)
წყაროზე
ნარჩენების სეპარაციის წახალისების
მექანიზმების დანერგვის საჭიროება;
5)
მოსახლეობის
სოციალურად დაუცველი ფენისათვის დასუფთავების სერვისის გადასახადის შეღავათების
შემოღების საჭიროება;
6)
ნარჩენების
მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, ნარჩენების
სექტორში მიმდინარე პროცესების/
ცვლილებების
შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა;
7)
მუნიციპალიტეტში
მოქმედ ფერმებთან დასუფთავების სერვისის მიწოდების და შესაბამისად გადასახადის
გადახდის პრობლემა, კონტრაქტებს არ აფორმებენ;
8)
საყოფაცხოვრებო
ნარჩენების გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოებისა და გადამამუშავებელი
თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
9)
ცეცხლაურში
ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის
ნაკლებობა;
10)
ორგანული
ნარჩენების კომპოსტირების პრაქტიკის არ არსებობა, ინფორმაციის ნაკლებობა
ნარჩენების ღია წესით წვის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ (პლასტიკის,
საბურავების წვა) და სანქციების შესახებ;
11)
საყოფაცხოვრებო
ელექტრონული და ელექტრო საქონელის ნარჩენების მართვის პრობლემა;
12)
სისტემის
გაუმჯობესებისათვის დაფინანსების შესაძლო
წყაროს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
13)
მოსახლეობის ცნობიერების დონისა და ინფორმირებულობის
გაუმჯობესების აუცილებლობა ნარჩენების მართვის საკითხებზე და მოსახლეობის ჩართულობით დასუფთავების აქციების ხშირად
ორგანიზების აუცილებლობა.
პროექტს -
„დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი
”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და
„ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის
ფინანსური უზრუნველყოფით
.