Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები გურიის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები გურიის რეგიონის ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

1)        გარემოს ნარჩენებით დაბინძურებისათვის კანონით განსაზღვრული სანქციების აღსრულების პრობლემა-მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურის შეზღუდული რესურსები (ადამიანური და ტექნიკური);

2)        დასუფთავების  სერვისის  მოსაკრებლების გადახდის პრობლემა ფიზიკური პირების მხრიდან;

3)        რეგიონში ნაგავმზიდი მანქანების და კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა;

4)        ინფორმაციის ნაკლებობა: გარემოზე ზემოქმედების ნებართვის კანონისა და ნებართვის მისაღებად კანონით გათვალიწინებული პროცედურების შესახებ;

5)        ნარჩენების გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოებისა და ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. მაგალითად, აკუმულატორებიდან ტყვიის ამოღება, ინფორმაციის ნაკლებობა;  საბურავების მართვის პრობლემა;

6)        ბაღის ნარჩენების მართვის პრობლემა, ჯარიმები ფოთლების ღია წესით დაწვაზე;

7)        ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სექტორში დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ;

8)        საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით მოსახლეობის  ცნობიერების დონისა და ინფორმირებულობის  გაუმჯობესების აუცილებლობა; 

9)        ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორში მიმდინარე პროცესების/ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა;

10)   დასუფთავების აქციების ხშირად ორგანიზების აუცილებლობა.

პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით .