საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის -
„ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, ზესტაფონის,
ჭიათურის, საჩხერის, ხონის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლის, ტყიბულის, სამტრედიის,
ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, ქუთაისის მერიაში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის
დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1)
მუნიციპალიტეტის
სოფლებში სერვისის მიწოდების პრობლემა, ნაგავმზიდი მანქანების და კონტეინერების
არასაკმარისი რაოდენობა (ნაკლებობა). სადაც სერვისი მიეწოდება მოსაკრებელის
ამოღებასთან დაკავშირებული პრობლემები;
2)
პროექტების
მართვის (საპროექტო წინადადების მომზადება, მინიტორინგი და ა.შ.) შესაბამისი კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა;
3)
ნარჩენების
გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების (მაგალითად, ბიორეაქტორი, მექანიკურ -
ბიოლოგიურ გადამუშავება (MBT) და საქართველოში დანერგვის პოტენციალის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
4)
ინფორმაციის ნაკლებობა
სახიფათო საყოფაცხოვრებო ნარჩენების
უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობების შესახებ, ნარჩენების ხელახალი
გამოყენების შესახებ (მაგალითად,
პლასტიკის ჭურჭლის გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებით წყლის, სასმელის შესანახად);
5)
ინფორმაციის ნაკლებობა
გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოების შესახებ;
6)
სეპარაციის სისტემის დანერგვის
აუცილებლობა;
7)
ნარჩენების სერვისის ტარიფის
შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა: მაგალითად, სეპარირებული მუნიციპალური ნარჩენების
ნაგავსაყრელზე გატანის შემთხვევაში „ჭიშკრის გადასახადის“ დაანგარიშება და ა.შ.
8)
ისტორიული და ახალი სამრეწველო
ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემა;
9)
მდინარეების დაბინძურების
პრობლემა საკანალიზაციო წყლებით.
10)
ინფორმაციის ნაკლებობა:
ბიოდეგრადირებადი ნარჩენების საოჯახო პირობებში კომპოსტირების მეთოდის შესახებ,
ბიოგაზის (ნაკელიდან) მიღების პოტენციალის გამოყენების შესახებ ინფორმაციის
ნაკლებობა; ;
11)
ინფორმაციის
ნაკლებობა მოქმედი კანონმდებლობის შესახებ-ადგილობრივი თვითმართველობის საკუთარი
პასუხისმგებლობა ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის აშენების შემდეგ;
12)
ნარჩენების
მართვის სექტორში დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ;
13)
საინფორმაციო
მასალის ნაკლებობა ნარჩენებით გარემოს
დაბინძურებაზე სანქციების შესახებ;
14)
ინფორმაციის
ნაკლებობა სამედიცინო ნარჩენების მართვის არსებული სისტემისა და საერთაშორისო
გამოცდილების შესახებ;
15)
„მწარმოებლის
გაფართოებული პასუხისმგებლობის შესახებ“ საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ
ინფორმაციის ნაკლებობა;
16)
კერძო
სექტორის ნარჩენების მართვაში ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები და
ინფორმაციის ნაკლებობა;
17)
ადგილობრივი
საინფორმაციო საშუალებებით ნარჩენების მართვის საკითხების ხშირად გაშუქების
აუცილებლობა;
18)
ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ნარჩენების მართვის საკითხების განილვასა და
პრობლემების მოგვარებაში;
19)
საინფორმაციო
კამპანიების და დასუთავების აქციების პერმანენტულად ჩატარების აუცილებლობა.
პროექტს -
„დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი
”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და
„ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის
ფინანსური უზრუნველყოფით
.