საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“
მიერ ჩატარდა შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის,
ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშის, სენაკის, მესტიის მუნიციპალიტეტებში, ფოთის
მერიაში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1)
ნარჩენების სეპარაციის დანერგვასთან დაკავშირებული
საკითხები, სამთავრობო მხარდაჭერის აუცილებლობა;
2)
მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავმზიდი მანქანების
მოძველებული ავტოფარეხი და კონტეინერების
არასაკმარისი რაოდენობა, შესაბამისად დასუფთავების სერვისის მიწოდების პრობლემა;
3)
რეგიონში არსებული სპონტანური ნაგავსაყრელები;
4)
ნარჩენების სეპარაციის დანერგვის აუცილებლობა (ზოგ
მუნიციპალიტეტში მხოლოდ მუყაოს ყუთების შეგროვება
მიმდინარეობს ფრაგმენტულად);
5)
ნარჩენების წვის შემთხვევები და შესაბამისი სანქციებთან
დაკავშირებული კანონაღსრულების პრობლემები;
6)
მუნიციპალიტეტებში მაწანწალა ძაღლების პრობლემა:
იკვებებიან ნარჩენებით და წარმოადგენენ ინფექციების პოტენციურ გამავრცელებლებს;
7)
მდინარე (აბაშის) დაბინძურების პრობლემა ნარჩენებით;
8)
მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის
შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროება
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კანონაღსრულების საკითხებში;
9)
მიწოდებულ
სერვისზე მოსახლეობისგან გადასახადის
ამოღების პრობლემა, გადახდისუნარიანობის დაბალი დონე;
10)
ინფორმაციის ნაკლებობა სახიფათო საყოფაცხოვრებო, სპეციფიური (აზბესტის ნარჩენები)და სამედიცინო
ნარჩენების მართვის საკითხებზე;
11)
ინფორმაციის ნაკლებობა
ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიებისა და მოქმედი
გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ;
12)
საინფორმაციო კამპანიების ჩატარების აუცილებლობა
მოსახლეობის ფართო მასების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
13)
არასამთავრობო სექტორისათვის ინფორმაციის ნაკლებობა
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისათვის
დონორების, გრანტების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ;
14)
ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების აუცილებლობა და
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა;
15)
ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებული პრობლემებისა და მათი
მოგვარების გზების შესახებ ადგილობრივი და ცენტრალური მასმედიის საშუალებებით
ხშირად გაშუქების აუცილებლობა.