საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“
მიერ ჩატარდა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის, ადიგენის,
ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, სადაც
გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული
შემდეგი პრობლემები:
1)
რეგიონის
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არსებული გზების ინფრასტრუქტურასთან
დაკავშირებული პრობლემები - სოფლებიდან ნარჩენების გამოტანის პრობლემა; სოფლების
მოსახლეობის მიერ თვითნებურად მოწყობილი სტიქიური ნაგავსაყრელები;
2)
ნარჩენების
შეგროვებისა და გატანის სერვისთან დაკავშირებით იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებების
დადებასთან დაკავშირებული პრობლემები და გადასახადების ამოღების პრობლემა, როგორც
იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან;
3)
სამშენებლო
ნარჩენების მართვის/ განთავსების პრობლემა;
4)
გარემოს
დაბინძურებისათვის სანქციებთან დაკავშირებით კანონაღსრულების პრობლემები;
5)
ნარჩენების
წყაროსთან სეპარაციის დაწყების აუცილებლობა და შესაბამისი ხარჯ-სარგებლის
განსაზღვრა;
6)
ინფორმაციის
ნაკლებობა ნარჩენების მართვის სფეროში საგანმანათლებლო/ცნობიერების ამაღლების
მიზნით პროექტების დაფინასების შესაძლებლობების, დონორების შესახებ;
7)
არასაკმარისი
კონტეინერებისა და ნაგავმზიდების რაოდენობა;
8)
ნარჩენების
გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
9)
სახელმწიფოსა
და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (
Public-
Private- Partnership
(
PPP
)
) დანერგვის
შესაძლებლობა შეფასების აუცილებლობა რეგიონში;
10)
საყოფაცხოვრებო
ნარჩენების საკითხებზე მოსახლეობის ყველა ფენაში ცნობიერების ამაღლების
ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა და საზოგადოების ჩართულობისა და
ინფორმირებულობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
პროექტს -
„დავასუფთაოთ
საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს
ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“
შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.