საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“
მიერ ჩატარდა შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის
მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების
მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1)
ინფორმაციის
ნაკლებობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებებისა
და საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ მუნიციპალიტეტის დონეზე;
2)
ინფორმაციის
ნაკლებობა: მოქმედი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ, ნარჩენების
გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მათი დანერგვის შესაძლებლობის
შესახებ საქართველოში;
3)
ქვეყანაში,
მუნიციპალური ნარჩენების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის ნაკლებობა;
4)
წყაროზე
ნარჩენების სეპარაციის პრობლემა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული
საკანონმდებლო და ფინანსური საკითხები (ნაგავმზიდებისა და კონტეინერების
არასაკმარისი რაოდენობა);
5)
ნარჩენებით
დანაგვიანებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო სანქციების (ჯარიმების)
აღსრულების აუცილებლობა;
6)
სახიფათო
საოჯახო (მათ შორის სამედიცინო)
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები;
7)
რეგიონის
მუნიციპალიტეტებში არ
ა
საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსები-შესაძლებლობის
გაძლიერების აუცილებლობა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის
შემუშავებაზე;
8)
სეზონზე
(რეკრიაციულ ზონაში) ნარჩენების
რაოდენობის მკვეთრი ზრდა და დანაგვიანების პრობლემები, სამშენებლო და
საყოფაცხოვრებო ნარჩენების სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობა;
9)
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებით მოსახლეობის,
დამსვენებლების, ტრანზიტით გამვლელი მძღოლების (მათ მიერ ნარჩენების დაყრის
პრობლემა) ინფორმირებულობისა და ცნობიერების არსაკმარისი დონე, საინფორმაციო მასალის
მომზადებისა და გავრცელების აუცილებლობა.
პროექტს -
„დავასუფთაოთ
საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს
ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“
შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების
მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.