საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“
მიერ ჩატარდა შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის
მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების
მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1)
რეგიონის ზოგი მუნიციპალიტეტის (ლენტეხი) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ არის გარემოს
დაცვის / დაბინძურების მაკონტროლებელი სამსახური მაგალითად, ზედამხედველობის, რაც ქმნის კანონაღსრულების
პრობლემებს;
2)
ისტორიული სამრეწველო დაბინძურების კერების
არსებობა (დარიშხანის შემცველი საწარმო
ნარჩენები) და გარემოს (მდინარე
ცხენისწყალი) დაბინძურების პრობლემები;
3)
ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სექტორში
დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ;
4)
ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობის შესახებ
ინფორმაციის ნაკლებობა. კერძოდ რა იქნება იმერეთის რეგიონულ ნაგავსაყრელზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების განთვსების ხარჯ-ეფექტური გადაწყვეტილება;
5)
მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის გაძლიერების აუცილებლობა
პროექტების შემუშავებასა და მართვაში;
6)
ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების (მაგალითად,
პლასტიკის, ქაღალდის მინის გადამამუშავებელი) საკონტაქტო ინფორმაციის ნაკლებობა;
7)
ტურისტებისათვის ისევე, როგორც მოსახლეობისათვის ნარჩენების განთავსების (კონტეინერების)
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა;
8)
სამშენებლო
ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემები;
9)
მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სერვისის ტარიფის
დაანგარიშების ეფექტიანი მეთოდოლოგიის არქონის პრობლემა, სერვისის მიწოდების
პრობლემა და გადასახადის
გადახდისუნარიანობის დაბალი დონე სოფლებში;
10)
სურსათის უვნებლობისა (მაღაზიებში არსებული პროდუქტის
ხარისხის) და ცხოველური ნარჩენების (ხორცი, საქონლის ნარჩენების) განთავსების
პრობლემები;
11)
მუნიციპალიტეტებში სეპარციის სისტემის
არქონასთან დაკავშირებული პრობლემები (ნარჩენების ღია წვის შემთხვევები
მოსახლეობის მიერ, ადმინისტრაციულ ცენტრში საქონლის გადაადგილებისა და გარემოს
დაბინძურების პრობლემები);
12)
კომუნიკაციის ნაკლებობა ცენტრალურ და ადგილობრივ
ხელისფლებასა და მოსახლეობას შორის
ნარჩენების მართვის საკითხებზე;
13)
ნარჩენების მართვის საკითხებში ადგილობრივი მოსახლეობის
ინფორმირებულობისა და ცნობიერების არასაკმარისი დონე. მათი ჩართულობის და
ინფორმირებულობის აუცილებლობა;
14)
საინფორმაციო
კამპანიების ჩატარების აუცილებლობა, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის დროს (ზაფხულში).
პროექტს -
„დავასუფთაოთ
საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს
ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“
შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების
მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.