Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ქვემო ქართლის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონის: დმანისის, გარდაბნის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

·            ინფორმაციის ნაკლებობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ და საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ;

·          ნარჩენების წყაროზე სეპარაციის სიტემის დანერგვის აუცილებლობა, ადგილებზე ფერმერების მიერ კოპოსტირების დანერგვის საჭიროება; აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები;

·          ინფორმაციის ნაკლებობა  ნარჩენების მართვის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების პრიორიტეტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;

·            ინფორმაციის ნაკლებობა   დონორი ორგანიზაციების შესახებ;

·          ზედაპირული წყლის დაბინძურების პრობლემა  საწარმოო ნარჩენებით (ბოლნისში);

·          გარემოს საყოფაცხოვრებო (მაგალითად, პლასტიკის ბოთლებით, პამპერსებით ა და სათბურებში გამოყენებული ცელოფნებით). ასევე, ინერტული/სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურების პრობლემა;

·          გარემოს ნარჩენებით დაბინძურებაზე  კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯარიმების/სანქციების აღსრულების პრობლემა;

·          რეგიონში არსებულ კომპოსტირების საწარმოს ეფექტური მუშაობის  პრობლემა;

·          მოქმედი მუნიციპალური ნაგავსაყრელის მართვისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

·          არსებულ  ნაგავსაყრელებზე ბიოდეგრადირებადი ნარჩენებისა და ცხოველური ნარჩენების არსებობასთან დაკავშირებული პრობლემები;

·           სოფლების ნაწილში მისასვლელი გზების სავალალო მდგომარეობის,  ნარჩენების კონტეინერების, ნაგავმზიდების  სიმცირის გამო სერვისის მიწოდების პრობლემა;

·          ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ.

·          სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობა;

·          ინფორმაციის ნაკლებობა ახალი რეგიონული  მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობის  ვადების შესახებ;

·          რეგიონში მაწანწალა ძაღლების პრობლემა: იკვებებიან ნარჩენებით და წარმოადგენენ ინფექციების პოტენციურ გამავრცელებლებს;

·          ნარჩენების მართვის და არსებული პრობლემების საკითხებზე მოსახლეობის ფართო მასებისათვის საინფორმაციო მასალის მაგალითად, კლიპების, სტატიების, საინფორმაციო ბროშურების მიწოდების აუცილებლობა;  

·          ტრინინგების ჩატარების აუცილებლობა სკოლის მოსწავლეებისათვის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ნარჩენების მართვის საკითხებზე.

პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.