საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის -
„ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის - გორის, ქარელის,
კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის
დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
·
ნარჩენების
მართვის სისტემის გაუმართაობა - მოსახლეობა არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის
კონტეინერებითა და ნაგავმზიდებით;
·
სოფლად
მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების
შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემები, სტიქიური ნაგავსაყრელების
არსებობა
;
·
სამშენებლო
ნარჩენების მართვის პრობლემა;
·
რეგიონში გამავალ ცენტრალურ საგზაო მაგისტრალის
მიმდებარედ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემა;
·
ბიოლოგიური
მასით, ნაკელით გარემოს დაბინძურების პრობლემა;
·
ნარჩენების
სეპარაციის აუცილებლობა და ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების
გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ;
·
სანქციებთან
დაკავშირებით (ჯარიმები) კანონაღსრულების პრობლემები;
·
ინფორმაციის
ნაკლებობა მოქმედი მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელების მდგომარეობის შესახებ
(გორისა და ხაშურის არსებული ნაგავსაყრელები);
·
საყოფაცხოვრებო
სახიფათო ნარჩენების მართვის პრობლემა;
·
ინფორმაციის ნაკლებობა ახალი თანამედროვე
ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების შესახებ;
·
ნარჩენების მართვის სფეროში ინფორმაციის მიმოცვლის
გაუმჯობესების აუცილებლობა ადგილობრივ და
ცენტრალურ უწყებებს შორის;
·
ინფორმაციის
ნაკლებობა დონორი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ნარჩენების მართვის სფეროში
მოღვაწეობენ;
·
მოსახლეობის ფართო მასების ცნობიერების ამაღლების
ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა,
ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო მასალის (ლიფლეტები,
ბუკლეტები, ბანერები) მოსახლეობისათვის
,
სკოლებისათვის მიწოდების
საჭიროება.
სკოლის მოსწავლეებისათვის
თემატური გაკვეთილების ჩატარების
აუცილებლობა.
პროექტს -
„დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი
”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და
„ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის
ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის
კომპანიასთან“ თანამშრომლობით.