Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები კახეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის თელავის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა , რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

v   ნარჩენების შეგროვებისათვის საჭირო რაოდენობის კონტეინერებისა და ტრანსპორტის აუცილებლობა ;

v   დასუფთავების სერვისის ხელმისაწვდომობის პრობლება რეგიონის ყველა მოსახლისათვის; სოფლების ნაწილში ნარჩენების შეგროვება/გატანა არ ხორციელდება;

v   ნარჩენებზე მუნიციპალური გადასახადის ამოღების პრობლემა;

v   ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო მოთხოვნების  აღსრულების აუცილებლობა;

v   უკონტროლოდ (არალეგალური) ნაგავსაყრელების არსებობა სოფლებში, სასურსათო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე;

v   სამშენებლო ნარჩენების მართვის პრობლემა - აღნიშნული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემა;

 

v   ნარჩენების სეპარაციისა და შემცირების (კომპოსტირება) დანერგვის აუცილებლობა და შესაბამისი ხარჯ-სარგებლის განსაზღვრა;

v   ღვინის ქარხნების ორგანული ნარჩენის მართვის შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისა და აღსრულების აუცილებლობა;

v   თუშეთში ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვის აუცილებლობა;

v   ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ნაკლოვანებები: კერძო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები და ინფორმაციის ნაკლებობა;

v   ინფორმაციის ნაკლებობა მოქმედი  ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ;

v   მოქმედი კანომდებლობისა და  ეროვნული ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ  შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

v   საერთაშორისო დაფინასების წყაროების შესახებ  ინფორმაციის ნაკლებობა ;

v    მოსახლეობისა და მას-მედიის ნარჩენების მართვის საკითხებში ჩართულობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმართველობების მიერ  და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, განსაკუთრებით სკოლებში.

პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.