პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით. 3R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
(3R სისტემა ნიშნავს: Reduce - შემცირება; Reuse - ხელახალი გამოყენება; Recycle - რეციკლირება ანუ გადამუშავება)
პროექტის აღწერა
შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი:
-
საზოგადოების მობილიზება კამპანია "დაასუფთავე მსოფლიო"-ს განსახორციელებლად და გლობალურ გარემოსდაცვით რუკაზე საქართველოს განსათავსებლად;
-
საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება - ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების, 3R სისტემების, უახლესი მეთოდოლოგიის, სხვა ქვეყნების გამოცდილების, ახალი უნარ-ჩვევებისა და ნარჩენების შემცირების გზების შესახებ. აგრეთვე ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად.
მ
ოსალოდნელი შედეგები
-
დაბინძურებული ტერიტორიების ფართობების, ნარჩენების რაოდენობისა და კატეგორიის დადგენა;
-
ნარჩენების პრობლემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
-
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
-
მოსახლეობის 50% ინფორმირება ნარჩენების პრობლემების შესახებ;
-
112 პირის ტრეინინგი ნარჩენების მართვის საკითხებში;
-
მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ნარჩენების მართვის მუნიციპალურ საქმიანობაში;
-
"დაასუფთავე მსოფლიო" კამპანიის დაწყება;
-
მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების შემცირება;
-
ვინაიდან გასაწმენდი მონაკვეთების უმრავლესობა მდებარეობს მდინარის ჭალებში, განხორციელებული საქმიანობა გამოიწვევს მდინარეთა დაბინძურების შემცირებასა და წყლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას;
-
ბიო-აღდგენისა და გატყიანების შედეგად, დასუფთავებულ ტერიტორიებზე შემცირდება სათბური აირის ემისიები;
-
საქართველოში 10 %-ით შემცირდება მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების ფართობი;
-
მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზებისა და ინფორმირებულობის გზით, საზოგადოებაში გაჩნდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა (მინიმიზაცია) და გადამუშავების (სეპარაციის) მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ ბიზნესის წამოწყების პერსპექტივებს;
-
ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ინფორმირებული იქნებიან ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;
-
ზოგიერთი კერძო კომპანია განახორციელებს ბიზნეს შემოთავაზებების დახვეწას;
-
ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ნარჩენების მართვის პრობლემების გადაწყვეტაში და სტიმული მიეცემათ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ნარჩენების მართვის კუთხით.
|
|
|